ტრენინგების ანგარიშები
ანგარიში
თარიღი------29-30ივნისი 2013 წელი
1.
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის დასახელება:
მასწავლებლის პროფესიული განვითარება,თვითშეფასება,კოლეგების შეფასება.
ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების
ეროვნული ცენტრი.
ტრენერი: ანუკა ნარიმანიძე
ტრენინგის
ჩატარების ადგილი: თბილისი, მასწავლებლის სახლი.
ტრენინგის ხანგრძლივობა:
2 დღე.
ტრენინგის მიზნები:
·
მონაწილეებმა
იმსჯელონ და განიხილონ მასწავლებლის პიროვნული დამოკიდებულებები საკუთარი პროფესიისადმი.
·
გაიაზრონ საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობა
სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში.
·
განიხილონ წარმატებული სკოლის მახასიათებლები და პროფესიული განვითარების კონპონენტის მნიშვნელობა.
განიხილონ პროფესიონალი მასაწვლებლის მახასიათებლები და კომპეტენციები.
·
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და
მასწავლებლის საქმიანობის მოდელების შეფასების მოდელების გაცნობა.
·
საკუთარი გამოცდილების დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული
განვიტარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ გეგმებთან.
გაეცნონ სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების
პროცესსა და შეადარონ საკუთარ გამოცდილებას.
I დღის განსახილველი საკითხები
1.ტრენინგის პროგრამის პრეზენტაცია
2.პროფესიული იდენტიფიკაცია
3 .განათლების ღირებულებების გააზრება
4 .წარმატებული სკოლის კრიტერიუმები
5.პროფესიონალი მსწავლებლის
მახასიატებლები და კომპეტენციები
6.მასწავლებელთა პროფესიული
სტანდარტის განხილვა.
7.მასწავლებლის თვითშეფასება და შეფასება.
8.შესრულებული სამუშაოს შეფასების
ფორმები მეთოდები, მოდელები.
II დღის განსახილველი საკითხები
1.წარმატებული სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის პრინციპები
2. პროფესიული განვითარების ფორმები.
3. თანამშრომლობა სკოლაში სწვლის ხარისხის განვითარებისათვის
4. ურთიერთ სწავლების მოდელები.
5. თვითშეფასების პიროვნული მახასიათებლების კვლევა.
6. კრიტიკული მეგობარი-მოდელი,
დაკვირვების ფორმები და მეთოდები.
7. პროფესიული განვითარებისსქემის განხილვა (პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული აქტივობების
შეფასება).
ტრენინგის მიმდინარეობა:
ტრენინგის
დასაწყისში ტრენერმა და მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი და ინდივიდუალურად წარვადგენეთ ჩვენი თავი.
ამის შემდეგ კი ტრენერმა წარმოგვიდგინა Microsoft office PowerPoint
-ში პრეზენტაცია და გაგვაცნო ტრენინგის განსახილველი
საკითხები და ტრენინგის მიზნები.
დასვა კითხვები. სამუშაო ფურცლების დარიგების შემდეგ
გავეცანით ინფორმაციას (დრო 20 წთ.) ვუპასუხეთ კითხვებს
როგორ მოვიაზრებთ
ჩვენს პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში?
მასწავლებლობა თქვენთვის სამსახურია თუ პროფესია?
რა ღირებულებები არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
ემთხვევა თქვენი
ღირებულებები თქვენი სამსახურის ღირებულებებს?
რომელ პროგრამულ თუ სხვა ტიპის დოკუმენტებშია ჩვენი
განათლების ღირებულებები გაწერილი?
მონაწილეებმა პასუხი გავეცით აღნიშნულ კითხვებს და პასუხების
მოსმენის შემდეგ გვესაუბრა მასწავლებლის პროფესიაზე,( აღნიშნა, რომ მე ვარ მასწავლებელი,
ეს ნიშნავს, რომ მე შემიძლია ავუხსნა მოსწავლეს, რაც შემიძლია, ანუ თვითრეალიზაციას
ვუკეთებ საკუთარ შესაძლებლობებს)ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ესგ-ს ფუნდამენტურ
პრინციპებზე. ესაა შედეგზე ორიენტირება- რაც გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას ქმედითი
ცოდნით. მან აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას
მოღვაწეობის პერიოდიდან იქმნებოდა.
განიხილა პროფესიული სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას,
რომ:
·
მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა
სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად.
·
მასწავლებელმა იცის, თუ როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს
დამოუკიდებლად სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ_ჩვევების განვითარებაში
·
მასწავლებელი ეხმარებ მოსწავლეებს, გამოიყენონ მასწავლებლის
შეფასება, თანატოლების შეფასება და თვითშეფასება საკუთარი თავისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში,
სხვათა შესაძლებლობების შეფასება/აღიარებასა და საკუთარი
შედეგების გაუმჯობესებაში.
·
მასწავლებელს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი
სამუშაო გამოცდილება და იზრუნოს მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
·
მასწავლებელს შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კვლევა, პედაგოგიური
საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
ტრენერი გვესაუბრა ძირითად მეთოდიკურ ორიენტირებზე, რაც გულისხმობს:
·
მოსწავლეზე
ორიენტირებულ მიდგომას
·
საწავლა/სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვას
·
გაღრმავებულ სწავლებას.
·
მოსწავლის მოტივაციის გაზრდას
·
დისციპლინას
·
მოსწავლეთა ცართულობას
ტრენერი
გვესაუბრა ესგ-ს გამჭოლ პრიორიტეტულ კომპეტენციებზე
აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა
და საზოგადოებრივი მოთხოვნების გთვალისწინებით, ესგ გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას,
რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის
დამკვიდრებისათვის, საგნების სწავლა სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად,
ხელს უნდა უწყობდეს ამ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში:
ა) წიგნიერება
ბ) მედიაწიგნიერება
გ)ციფრული წიგნიერება
დ) რაოდენობრივი წიგნიერება
ე)ეკოლოგიური წიგნიერება
ვ) მრავალენობრივი კომპეტენცია
ზ)სემიოტიკური კომპეტენცია
თ)სწავლის სწავლა
ი)სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
ამის შემდეგ კი გავმართეთ დისკუსია- რატომაა მნიშვნელოვანი
ის ღირებულებები, რომლებიც სკოლაშია დამკვიდრებული.
ტრენერმა ხაზი გაუსვა მასწავლებელთა კომპეტენციის სფეროებს,
რომელიც გულისხმობს
·
განვითარების თეორიებს
·
სწავლის თეორიებს
·
სასწავლო გარემოს
·
მოტივაციასა
ად კომუნიკაციას
·
სასწვლო პროცესს
·
შეფასების მეთოდებს
·
სწავლები სტარტეგიასა და მეთოდებს
·
კოლეგებთან ურთიერთობას
·
თვითსეფასებასა და პროფესიულ განვითრებაზე ზრუნვას
·
სამართლებრივი აქტების ცოდნას.
სად შეიძლება ამ კომპეტენციების ფლობა გამოჩნდეს? მაგ:.
თუ მე ვიცი განვითარების თეორიები დ ვიცი, როგორ გამოვიყენო, სად გამოჩნდება ეს ცოდნა?
რა თქმა უნდა ეს გამოჩნდება გაკვეთილის დაგეგმვაში, პროექტის დაგეგმვაში,ინდივიდუალურ
მუშაობის დაგეგმვაში (ე.ი. გაწეულ ძალისხმევაში), მთავარია დავდო პროდუქტი, როგორიცაა
, მაგ: მასწავლებლის მიერ მომზადებული რესურსი.
ტრენერმა გაგვაცნო
წარმატებული სკოლის საქმიანობის სამი ძირითდი მიმართულება(აკადემიური საქმიანობა, სასწავლო
გარემო, ეფექტიანობა)
დაგვირიგა საკითხავი მასალა. ვიმუშავეთ ჯგუფურად
და განვიხილეთ ჯგუფებში სამივე მიმართულება.
სკოლის მთავარი მიზანია- მოსწავლეების მაღალი აკადემიური მიღწევების
უზრუნველყოფა,რაც მიიღწევა სამივე მიმართულებით
ეფექტურ მუშაობაში .
ტრენინგის დასასრულს შევაჯამეთ განხილული მასალები
და გავაკეთეთ დასკვნები ტრენერის კითხვაზე, თუ რა გვევალება ჩვენ, პასუხი აუდიტორიისა
იყო შემდეგი:
გაკვეთილების დაგეგმვა, გაკვეთილის ჩატრება, გაკვეთილის ანალიზი, კოლეგებთან თანამშრომლობა,პროფესიული განვითარება.თითეულმა ჩვენთაგანმა უნდა შევძლოთ თვითშეფასების პრაქტიკაში დანერგვა. ტრენინგი იყო საინტერესო, მაგარამ შრომატევადი. ვეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო ადეკვატურად და და ჩემი სწავლა/სწავლების პროცესი გავხადო საინტერესო. მოსწავლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული.
გაკვეთილების დაგეგმვა, გაკვეთილის ჩატრება, გაკვეთილის ანალიზი, კოლეგებთან თანამშრომლობა,პროფესიული განვითარება.თითეულმა ჩვენთაგანმა უნდა შევძლოთ თვითშეფასების პრაქტიკაში დანერგვა. ტრენინგი იყო საინტერესო, მაგარამ შრომატევადი. ვეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო ადეკვატურად და და ჩემი სწავლა/სწავლების პროცესი გავხადო საინტერესო. მოსწავლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული.
სსიპ ხარაგაულის ლაშის საჯარო სკოლის ბუნებისმცოდნეობის
მასწავლებელი თამარ ძიძიგური
2013 წლის 26 სექტემბერი
ანგარიში
თარიღი----24.10.2013 წელი
1. ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის დასახელება: ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება
"ანიმოტოს" გამოყენებით
- ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
- ტრენინგის
ჩატარების ადგილი: თბილისი, მასწავლებლის სახლი.
- ტრენინგის
ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
2.
მიზანი და დღის
წესრიგი:
- მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის
გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - ფაილების
მომზადებას პროგრამა „ANIMOTO“ -ს
გამოყენებით, ასევე ვიდეოს
განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:
·
ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში (აუდიო და ვიდეო საშუალებები)
·
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების
სამფაზიანი მოდელის მიხედვით.
·
ვებ 2.0 ტექნოლოგიების საშუალებები,
მისი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნა და ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
·
ვებ პროგრამა Animoto-ს საშულებით ვიდეო მასალის შექნა და მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
·
პროგრამა Microsoft office Picture Manager–ის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის;
·
FVD DOWNLOADER-ის დაყენება და მართვა.
·
აქივებთან
მუშაობა.
- დღის
წესრიგი:
Ø წარდგენა, გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა -
20 წთ
Ø ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის
ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø ისტ
- ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი
და მიდგომები (დისკუსია) - 10 წთ
Ø რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა
ANIMOTO -
ში. – 10 წთ
Ø D - GP - IP - პროგრამა ANIMOTO -ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი - 45 წთ
Ø შესვენება - 20წთ
Ø ნასწავლი მასალის შეჯამება
- 10წთ
Ø ვიდეო - ფაილების შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15
წთ
Ø D
– GP –
IP - როგორ ხდება ვიდეო
- მასალის გადატანა, გაზიარება და გადაგზვანა, სოციალურ სივრცესა თუ ელ. ფოსტაზე- ინსტრუმენტების გაცნობა - 20წთ
Ø პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
Ø შესრულებული დავალებების პრეზენატაცია,
ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი - 30 წთ.
Ø გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ
შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო
პროცესში?” - 10წთ
Ø ტრენინგის შეფასება - 10 წთ
3.
ტრენინგის
მსვლელობა:
- წარდგენა
და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა
საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ შეკითხვას
,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და
რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·
ტრენინგის
მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და
წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია:
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები
შეძლებენ პროგრამა ANIMOTO -ს საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად
გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების
საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის
ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა).
ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და
მნიშვნელოვანი კითხვები
- ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე
და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით
გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები,
მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით
გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი
არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ
აღქმაში და გაგებაში.
·
რა
ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. ტრენერმა
პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა, ჩვენების
დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება
ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·
D
- GP - IP -პროგრამა ANIMOTO-ს ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი. ტრენერმა განმარტა,
რომ ANIMOTO არის ვიდეო ფაილების დამზადების
უფასო პროგრამა, დაწვილებით აგვისხსნა და
გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს პროგრამა ანიმოტოში მუშაობა, რეგისტარციის გავლა და
ვიდეო- ფაილების შექმნა, მედია, აუდიო
და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, შექმნილი
ვიდეო ფაილების რედაქტირება, კადრების კოპირება, შებრუნება, ფონის დაყენება,
ამოჭრა, წაშლა და მათი შენახვა საკუთარი ვიდეო-ფაილების საცავში. გვაჩვენა როგორ
შეიძლება ელ.ფოსტით შექმნილი ვიდეო ფაილის გადაგზავნა, მათი სოციალურ ქსელში
გამოქვეყნება, გვასწავლა fvd downloader პროგრამის დაყენება და მისი საშუალებით
ანიმოტოდან ვიდეო ფაილის გადმოწერა კომპიუტერში, ასევე დეტალურად აგვიხსნა
პროგრამა Picture Manager-ში მუშაობა, სურათების რედაქტირება, ზომის დაპატარავება,
ფერების შეცვლა, წითელი თვალის ეფექტის მოხსნა, სურათიდან საჭირო ადგილის ამოჭრა,
შევასრულეთ დამოუკიდებლად ტრენერის მიერ მომზადებული სავარჯიშეობი, ტრენერი ინდივიდუალურად
მუშაობდა ყველა მსმენელთან, აძლევდა რეკომედაციებს და პასუხობდა თითოეული
მასწავლებლის შეკითხვას.
- შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
- ნასწავლი
მასალის შეჯამება: შესვენების მერე
პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი
მასალის გამეორება - შეჯამება
- ვიდეო -
კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, წინასწარ კომპიუტერში სამუშაო
მაგიდაზე დაგვხვდა საქაღალდე სადაც იყო განთავსბეული სხვადასხვა სურათები, რომლის
საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო -
ფაილს და გადავუგზავნიდით ტრენერს
ელ. ფოსტით.
- პრაქტიკული
ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი
მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე
შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ
მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა,
მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
- შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის
უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის
მიეცა 2 – 3 - წთ, შესაბამისად ტრენერი ამოწმებდა ყველას მონაწილის მიერ
შესრულებულ დავალებას, მონაწილეები მათ მიერ შექმნილ ვიდეო ფაილის პრეზენატციას
ახდენდნენ წყვილებში და უგზავნიდნენ ერთმანეთს ელ. ფოსტით.
- დებრიფინგი
“რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო
პროცესში?”
ტრენინგის ბოლოს მოხდა
ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ
ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას.
- ტრენინგის
შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა
მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა,
იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული. ასეთი პრაქტიკული
დანიშნულების ტრენინგები საჭიროა
ხშირად ჩატარდეს საჯარო სკოლის
პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის, რისი გაკეთებაც მათთვის წარმოუდგენელი იყო
საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს
უკვე მეტად იოლი იქნება, ტრენინგის მსველობის პრეცესში უკვე დაიწყეს ზრუნვა
მსმენელებმა, თუ როდის, რომელი გაკვეთილისთვის და სასწავლო პროექტისთვის
გამოიყენებნენ ამ პროგრამას.
4.
ტრენინგის
მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ტრენინგი
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინეტრესო იყო, მომეწონა პროგრამა ANIMOTO და მისი
შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი
იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად
გამოვიყენებ ტრენინგში მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს
გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და
დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს
შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და
დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
5.
ტრენინგის
შემდეგ:
ტრენინგის
შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით გამოგვიგზავნა
ტრენინგის მასალა, რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე
ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელსაც ავტვირთავ
ბლოგზე .ასევე ძალიან მომეწონა ჩატარებული აქტივობების საპრეზენტაციოდ.
No comments:
Post a Comment