მეშვიდე კლასის დამრიგებლის თამარ ძიძიგურის
2013-2014სასწავლო წლის პირველი სემესტრის ანგარიში.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა-2.
1. ხარაიშვილი დავითი.
2. ქველიაშვილი გიორგი.
ორივე მოსწავლე ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელია,
იზრდებიან სრულფასოვან ოჯახებში დედ-მამასთან
ერთად სწავლისა და პიროვნული განვითარებისთვის შესაფერისი გარემო აქვთ. მშობლები
თანამშრომლობენ სკოლასთან და დამრიგებელთან.
·
2013 წლის 24 სექტემბერს ჩავატარეთ კრება მოსწავლეებთან
და მათ მშობლებთან.
სადაც გავაცანი შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი მოსწავლეებს. აგრეთვე
სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემასთან დაკავშირებით გავაფორმეთ ხელშეკრულებები.
·
დავაწესეთ მოსწავლეთა მორიგეობა. გამოვაკარით
გაკვეთილების ცხრილი.
გაეცვნენ დღის რეჟიმს.მოვაწყვეთ კლასის კუთხე.
·
2013 წლის 28 სექტემბერს მოვაწყვეთ ექსკურსია ხარაგაულის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა. სადაც დავათვალიერეთ
ინგა ლურსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
·
2013 წლის 9 ოქტომბერს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა
მიიღეს მონაწილეობა პროექტში „პატარა არქეოლოგი“. მათმა შეიძინეს ნორჩი არქეოლოგის გამოცდილება. ღონისძიების
ბოლოს მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
·
2013 წლის 15 ოქტომბერს მეშვიდე კლასის მოსწავლეები,
მეექვსე და მერვე კლასის მოსწავლეებთან ერთად ვეწვიეთ ,,ბორჯომ-ხარაგაულის“ტყე-პარკის
ოფისს. სადაც ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი. ტყე-პარკის მთავარმა სპეციალისტმა მანანა
ტაბაშიძემ მოსწავლეებს დაურიგა გზამკვლევები, აგრეთვე უჩვენა ვიდეო-ფილმი ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული ტყე-პარკის შესახებ.
·
2013 წლის 18 ოქტომბერს მეშვიდე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ კონცერტს ანსამბლ ,,ივერიის“ მონაწილეობით. კონცერტის ბოლოს
სურათები გადაიღეს მომღერლებთან.
·
2013 წლის 25 ოქტომბერს მოვაწყვეთ ლაშქრობა სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად
დევის ხვრელში. დავათვალიერეთ პირველყოფილი ადამიანის დროინდელი გამოქვაბული. ბავშვებმა
ინტერესით დაათვალიერეს პირველი არქეოლოგიური ძეგლი.
სადამრიგებლო მუშაობა
მეშვიდე კლასის
დამრიგებლის თამარ ძიძიგურის 2013-2014სასწავლო წლის მეორე სემესტრის ანგარიში.
კლასში მოსწავლეთა
რაოდენობა-2
1.ხარაიშვილი დავითი.
2.ქველიაშვილი გიორგი.
ორივე მოსწავლე
ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელია.იზრდებიან სრულფასოვან ოჯახებში დედ-მამასთან ერთად.შესაფერისი
გარემო აქვთ სწავლისა და პიროვნული განვითარებისთვის.მშობლები თანამშრომლობენ სკოლასთან
და დამრიგებელთან.
·
-2014წლის
5 თებერვალს მოვაწყვეთ მერვე კლასის მოსწავლეებთან მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის (რომლის
სახელსაც ატარებს ჩვენი სკოლა) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ღონისძიება.
·
მარტის
დასაწყისში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დედის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.
25მარტს მოვაწყვეთ აქცია ,,დავასუფთაოთ ჩვენი კლასი“, სადაც
ორივე მოსწავლემ აქტიურად მიიღო მონაწილეობა .
დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან
ერთად მოვაწყვეთ აქცია ,,დავასუფთაოდ სკოლის ეზო“.ასევე გავაკარით პლაკატები ,,ნუ დაყრით ნაგავს!"
·
15
აპრილს მოეწყო ლიტერატურული ღონისძიება სკოლაში ჯ . კვინიკაძის ხელმძღვანელობით. მოწვეული
იყვნენ საპატიო სტუმრები; ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მეუფე დიმიტრი და სხვები.
ჩემმა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები,მიიღეს თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობა.
მონაწილეობა მივიღეთ კედლის გაზეთის
გამოშვებაში
მოვაწყვეთ
ყვავილნარი სკოლის ეზოში სხვა მოსწავლეებთან
ერთად.
15
მაისს მოვაწუვეთ ექსკურსია სხვა მოსწავლეებთან ერთად ვარიანი უფლისციხე,ყინწვისი, ატენის
სიონი. საიდანაც კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.
დავესწარით
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას , ასევე დავესწარით სპექტაკლს ხარაგაულის თეატრში.
მოვაწყვეთ
ექსკურსია ბუნებაში. დავათვალიერეთ ლაშის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩაუტარდა
რეკონსტრუქცია.
გარემოს
დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი
პლაკატისშექმნაში მიიღეს მონაწილეობა.
კიდევ ერთი სასიამოვნო სპექტაკლი. on PhotoPeach




No comments:
Post a Comment